როგორც უკვე იცით, ჯულია რობერტსი HBO-ს ახალ სერიალში, დღეს ყველაფერი შეიცვლება, მთავარ როლს შეასრულებს.

სერიალის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა არ ვიცოდით რომელ არხზე გავიდოდა ის, თუმცა, როგორც HBO-ს ხელმძღვანელი ამბობს, სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი შეასრულებს, მხოლოდ მათ არხზე უნდა გასულიყო.

რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი კიდევ ერთ სერიალში ითამაშებს.

Homecoming-ის სცენარს Mr. Robot-ის შემქმნელი სემ ისმაილი დაწერს და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზე იქნება დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ.

ჯულია რობერტსი პოლიტიკურ თრილერში სამთავრობო აგენტის როლს შეასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ზედამხედველობას უწევს.

Homecoming პოდკასტების სერია გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობდნენ, მასში გამოგონილი პერსონაჟების ისტორიებს ყვებოდნენ, გამოხმაურება სამთავრობო და სამოქალაქო სექტორიდანაც საკმაოდ დიდი იყო.