ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დედაქალაქის მთავრობის ცნობით, ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტის გამო 30 დეკემბრის 00:00 საათიდან 4 იანვრის 00:00 საათამდე, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

  • შეზღუდვა შეეხება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტსაც.
  • ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან გორგასლის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ასევე — თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

დეტალები: მერიის ცნობით, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

  • ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, შემდეგ კი ავლაბრის მოედნის მიმართულებით დადგენილი სქემით იმოძრავებს.
  • ასევე, N538, N547, N550 და N580 მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 — დადგენილი სქემით.
  • N538 და N550 მარშრუტები გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.