სხვა ვარსკვლავების გარშემო დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტების ძებნის პროცესში, ერთ-ერთმა გუნდმა აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც შესაძლოა ყველაზე საშინელი პლანეტა იყოს, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ.

KELT-9b, რომლის ნახატიც ფოტოზეა, იმდენად ახლოსაა თავის, ცხელი A-ტიპის ვარსკვლავ KELT-9-სთან, რომ პლანეტის ის ნაწილი, რომელიც ვარსკვლავის მხარესაა შებრუნებული, თითქმის ჩვენი მზის ზედაპირის ტემპერატურამდე ცხელდება.

აქამდე სულ ექვსი პლანეტაა აღმოჩენილი, რომელიც A-ტიპის ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და მათი ზედაპირის ტემპერატურა 10 ათას კელვინს აღწევს.

ასეთი ცხელი ვარსკვლავები პლანეტებზე ნადირობისთვის არაკომფორტულია, რადგან მათ სპექტრს ძალიან ცოტა ნიშანი აქვს და მათ გარშემო მბრუნავი პლანეტების გრავიტაციული შეშფოთებების დაფიქსირება რთულია. ისინი ასევე ძალიან სწრაფად ბრუნავენ, რაც გამოსახულებას უფრო ბუნდოვანს ხდის.

თუმცა ასტრონომთა გუნდი Kilodegree Extremely Little Telescope (KELT)-ით, მასიური ინსტრუმენტებით არიზონასა და სამხრეთ აფრიკაში, საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, როცა KELT-9-ს ზედაპირს დააკვირდა, რომლის ტემპერატურაც 10 200K იყო.

მეცნიერები პლანეტის (KELT-9b) ვარსკვლავის გარშემო ჩავლის ჩრდილს ყოველ 1,5 ხედავდნენ. სიკაშკაშის ვარდნის ფორმიდან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს პლანეტა დაახლოებით იუპიტერის ზომისაა.

თუმცა ზედაპირის ტემპერატურის დასადგენად მათ სხვა მეთოდს მიმართეს: მათ გაზომეს პლანეტის სიკაშკაშე იმით, თუ როგორ დაეცა სისტემის სიკაშკაშე, როდესაც KELT-9b-მ ვარსკვლავის უკან ჩაიარა. ამ რიცხვმა - 0,1% - მეცნიერებს პლანეტის ტემპერატურის დადგენის საშუალება მისცა. როცა მასზე დღე იყო - ეს ტემპერატურა კი 4600K აღმოჩნდა, რაც უფრო ცხელია, ვიდრე ვარსკვლავების უმეტესობა. ნაშრომი 5 ივნისს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.

ამ პლანეტის ატმოსფეროში ვერც ერთი მოლეკულა ვერ გადარჩება. გუნდის აზრით, მისი ატმოსფერო ატომური მეტალებისგან შედგება. ატმოსფერო ასევე იშლება ექსტრემალური ულტრაიისფერი რადიაციისგან, რომელსაც ვარსკვლავი ასხივებს.

მიუხედავად იმისა, რომ KELT-9b მეცნიერებს ჩვენგან განსხვავებული პლანეტური სისტემების შესახებ ძალიან ბევრ რამეს ასწავლის, მასზე უცხო სიცოცხლის არსებობს შანს არ უნდა ელოდოთ.