მეცნიერებმა მსოფლიოში უდიდესი გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის ახალი გამოყენება შემოგვთავაზეს; ეს გამოყენება გულისხმობს სკანირებას სივრცე-დროში დარჩენილი ტალღებისა, რომლებიც გაჩნდა უზარმაზარი უცხოპლანეტური ხომალდების დამსახურებით.

გრავიტაციული ტალღები ჩნდება მაშინ, როდესაც მასის მქონე ობიექტები სივრცეში მოძრაობს. უფრო დიდი ობიექტები, როგორებიცაა: პლანეტები, ნეიტრონული ვარსკვლავები ან შავი ხვრელები — წარმოქმნის უფრო თვალსაჩინო გრავიტაციულ ტალღებს. ეს სივრცე-დროის ტალღები პირველად 2015 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მას შემდეგ მეცნიერები უკეთესად ამჩნევენ ტალღებს, რომლებიც კოსმოსის ჩვენს ნაწილამდე აღწევს.

ასევე იხილეთ: რა სჭირდებათ უცხოპლანეტელებს (ან მომავლის ადამიანებს) ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის?

ახლა, ახალი გამოთვლები, რომელიც გამოქვეყნდა 5 დეკემბერს მონაცემთა ბაზა arXiv-ში, ვარაუდობს, რომ აშშ-ში დაფუძნებულ ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) შეუძლია, დაინახოს ამ სივრცე-დროის ტალღების წარმომქმნელ ჩვეულებრივ წყაროებზე მეტიც. ავტორების თქმით, კოლოსალური უცხოპლანეტური კოსმოსური ხომალდი, რომელიც მოგზაურობს დიდი სიჩქარით, ან მოძრაობს მრუდე დისკების ბიძგით, ასევე გამოიმუშავებს მაუწყებელ ვიბრაციას.

LIGO დეტექტორი აფიქსირებს გრავიტაციულ ტალღებს იმ პაწაწინა დეფორმირებებიდან, რომლებსაც ისინი სივრცე-დროში გასვლის მომენტში ქმნის. ორი გადამკვეთი L-ის ფორმის დეტექტორისგან შემდგარი ექსპერიმენტი ისეა შექმნილი, რომ თუკი გრავიტაციული ტალღა გაივლის დედამიწაზე, დეტექტორის ერთ ნაწილში ლაზერული შუქი შეკუმშული იქნება, ხოლო მეორე გაფართოვდება და შექმნის მცირე ცვლილებას დეტექტორთან მისული სხივების ბილიკის ფარდობით სიგრძეებში. დრო-სივრცის დეფორმაცია, რომელსაც ყველაზე დიდი გრავიტაციული ტალღებიც კი ქმნის, მცირეა — ხშირად პროტონის ან ნეიტრონის რამდენიმე მეათასედის ზომა — რაც ნიშნავს, რომ LIGO წარმოუდგენლად მგრძნობიარეა და საჭიროებს მკაცრ შენარჩუნებასა და კალიბრაციას.

ასევე იხილეთ: 4 ტექნოხელწერა, რომლითაც კაცობრიობა უცხოპლანეტური ცივილიზაციის აღმოჩენას ცდილობს

იმის დასანახად, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა ამ მგრძნობელობის გავრცელება, მეცნიერებმა გააკეთეს გამოთვლები ყველაზე პატარა ობიექტის შესახებ, რომელიც გამოიმუშავებდა აშკარად შესამჩნევ გრავიტაციულ ტალღებს დედამიწაზე. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ობიექტი მაინც საკმაოდ დიდი იქნებოდა: LIGO-ს მიერ ამოსაცნობად, უცხოპლანეტელების ხომალდს უნდა ჰქონდეს, დაახლოებით, იგივე წონა, რაც იუპიტერს; უნდა იმოგზაუროს სინათლის სიჩქარის მეათედი სიჩქარით და იყოს დედამიწიდან 326 000 სინათლის წლის მანძილზე.

შესაძლებელია თუ არა ამ მასშტაბისა და სიჩქარის კოსმოსური ხომალდების შექმნა? მკვლევრებმა ეს ზუსტად არ იციან, მაგრამ ისინი იმედოვნებენ, რომ ხომალდის ზომა უფრო გონივრულ პროპორციებამდე შემცირდება, რადგან გრავიტაციული ტალღების უფრო მგრძნობიარე დეტექტორები, როგორიცაა European Space Agency's 2037 Laser Interferometer Space Antenna, უკვე განლაგებულია. ფიზიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ განვითარებული უცხოპლანეტელების მრუდე დისკები შექმნის გრავიტაციული ტალღების ნიმუშებს, რომლებიც განსხვავდება ბუნებრივი წყაროებისგან და თუკი მათ აღმოვაჩენთ, შეიძლება ისიც გავიგოთ, როგორ დავხვეწოთ ტექნოლოგია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.