10 ევროპული საშობაო ტრადიცია, რომლის შესახებაც ალბათ არ გსმენიათ
შობის დღესასწაულს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ყოველწლიურად გულის ფანცქალით მოელიან და სანტასა და მისი ჯადოსნური ელფების დასახვედრად ბუხრის თავს დიდი წითელი წინდებითაც რთავენ. მიუხედავად ზოგიერთი ძალიან ცნობილი ტრადიციისა, რომელთა შესახებაც ყველას გვსმენია, ევროპაში მაინც არსებობს 10 ისეთი საშობაო ტრადიცია, რომლის შესახებაც შესაძლოა, დანარჩენმა მსოფლიომ არ იცოდეს.
მაშ ასე, 10 ევროპული საშობაო ტრადიცია, რომლის შესახებაც ალბათ არ გსმენიათ:
1. საშობაო ტრადიცია ნიდერლანდებში
შობის აღნიშვნა ნიდერლანდებსა და ბელგიის ზოგიერთ ნაწილში ნაადრევად იწყება, რადგან სანტა კლაუსი იქ თურმე ნოემბრის ბოლო შაბათს ჩადის ნავით. ის ნიდერლანდების გარშემო მღვდლის წითელ სამოსში გამოწყობილი დაცურავს და სულაც არ ჰყავს მარხილი. ნავის გარდა, მას თეთრი ცხენი, სახელად ამერიგო ჰყავს. სწორედ ამერიგოსთვის ტოვებენ ბავშვები სახლის კართან ფეხსაცმელს, რომელშიც სტაფილო დევს, რათა ცხენმა შეახრამუნოს.თავად ნიდერლანდელი ბავშვები კი საჩუქრებს, თქვენ წარმოიდგინეთ და, უკვე 5 დეკემბრის ღამიდან იღებენ.
2. საშობაო ტრადიცია გერმანიაში
გერმანიაშიც შობის აღნიშვნა საკმაოდ ადრე, უკვე 6 დეკემბერს იწყება. 6 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა, რომლის სახელის გამოძახილიცაა სწორედ სანტა კლაუსი. ამ დღის აღსანიშნავად ბავშვები თავიანთ ოთახებს ალაგებენ, სათამაშოებს ასუფთავებენ, ფეხსაცმელებს აპრიალებენ და გარეთ კართან აწყობენ. მომდევნო დილას მათ ფეხსაცმელებში ჩაწყობილი ტკბილეული და პატარ-პატარა საჩუქრები ხვდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცუდად იქცეოდნენ და მშობლებს არ უგონებდნენ, მაშინ სანტა მათ მხოლოდ და მხოლოდ ხის პატარა ტოტებს უტოვებს საჩუქრების ნაცვლად.
3. საშობაო ტრადიცია პოლონეთში
პოლონეთში შობის დღესასწაული ძალიან უყვართ და, ტრადიციულად, 12 სხვადასხვა კერძისგან შემდგარი ვახშმით ხვდებიან. ამ კერძებს შორის ერთ-ერთი აუცილებლად თევზი უნდა იყოს. პოლონელები საშობაო ვახშამს მას შემდეგ იწყებენ, რაც ღამის ცაზე პირველ ვარსკვლავს ამჩნევენ. კერძებს შორის ერთ-ერთი ვაფლის ფორმის პურია, რომელიც მიტევების სიმბოლოა. მისი დაგემოვნების შემდეგ, უფროსები საჩუქრებსაც არიგებენ.
4. საშობაო ტრადიცია ესპანეთში
ესპანეთში, კერძოდ კატალონიაში, შობის წინა ღამეს ხის მორს უამრავი ტკბილეულით ავსებენ და თბილი გადასაფარებლით ფუთავენ, მეორე დილით კი, ხის ჯოხებით სცემენ და თან საშობაო სიმღერებს უმღერიან. სიმღერის დასასრულს ხის მორი უამრავ ტკბილეულობას "უბრუნებთ".
5. საშობაო ტრადიცია ფინეთში
ფინეთში საშობაოდ ბრინჯის განსაკუთრებულად მომზადებულ ფაფას მიირთმევენ ქლიავის წვენთან ერთად. ფაფაში ნუშებსაც მალავენ ტრადიციულად და ვის თეფშზეც აღმოჩნდება ნუშები, ამბობენ, რომ წინ ძალიან იღბლიანი წელი ელოდება. სანტა კლაუსს ისინი "Joulupukki"-საც უწოდებენ, რაც პირდაპირი თარგმნით "საშობაო თხას" ნიშნავს, ამიტომ ხშირად ადამიანები თხის ნიღაბს ირგებენ საჩუქრების დარიგების დროს.
6. საშობაო ტრადიცია შვედეთში
შვედეთში შობის წინა ღამეს ბავშვები გარეთ ფაფით სავსე თასს უტოვებენ ტომენს, იგივე სანტას, რათა მან შემდეგ, იმავე თასში საჩუქრები დაახვედროს. საშობაო ვახშმად დიდ მაგიდაზე უამრავი კერძია სტუმრებისთვის წარმოდგენილი და ყველა მათგანი რამდენჯერმე მაინც ეწვევა ხოლმე მას ახალ-ახალი სასუსნავების დასამატებლად.
7. საშობაო ტრადიცია ნორვეგიაში
ნორვეგიელი ბავშვები საშობაოდ გნომს ელოდებიან, რომელსაც მათთვის საჩუქრები მოაქვს. კიდევ ერთ მითურ ქმნილებას, სახელად ჯულ ნისეს, კი სანაცვლოდ ფაფა უნდა დაუტოვონ, თუ უნდათ, რომ მისგანაც მიიღონ საჩუქრები. თავად ნორვეგიას კი ყოველწლიური ტრადიცია აქვს, აჩუქოს დიდ ბრიტანეთს ნაძვის ხე, როგორც მადლობის ნიშანი მეორე მსოფლიო ომში გაწეული დახმარებისთვის.
8. საშობაო ტრადიცია იტალიაში
იტალიაში საჩუქრები საშობაო ალქაჯს მოაქვს, რომელსაც ძველმანები აცვია და სიმბოლურად ძველ წელს აღნიშნავს. ის ბავშვები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში კარგად იქცეოდნენ, ტკბილეულით სავსე წინდას მიიღებენ საჩუქრად, ხოლო ისინი ვინც ცელქობდნენ — ნახშირით სავსეს. ზოგიერთი ოჯახი შობის წინა ღამეს ალქაჯისთვის კართან ჭიქა ღვინოს და ცოტაოდენ საჭმელსაც ტოვებს.
9. საშობაო ტრადიცია ისლანდიაში
ისლანდიაში ბავშვებს საშობაო ვახშმის დასრულებამდე უწევთ მოცდა, ვიდრე საჩუქრების გახსნის ნებართვას მისცემდნენ. თავად საშობაო ვახშამი, როგორც წესი, საგანგებო რეცეპტით მომზადებული ბატკნის ფეხისგან შედგება. ისლანდიელებს მხოლოდ ერთი სანტა კი არა, 13 ჰყავთ, რომლებსაც "Yule Lads"-ს უწოდებენ. ამბობენ, რომ ისინი მთებში ცხოვრობენ და შობამდე 13 დღით ადრე თითოეული მათგანი რიგრიგობით გაივლის სხვადასხვა ქალაქს. ბავშვები მათთვის გარეთ ფეხსაცმელებს ტოვებენ, რომლებიც საჩუქრებით აივსება, თუ ისინი კარგად იქცეოდნენ, ხოლო თუ ცელქობდნენ — ძველი, გაფუჭებული კარტოფილებით. კიდევ ერთი საშობაო ტრადიცია ერთმანეთისთვის აუცილებლად ახალი ტანსაცმლის ჩუქებაა, თუ არ უნდათ, რომ უზარმაზარმა კატამ შესანსლოთ.
10. საშობაო ტრადიცია საბერძნეთში
შობის წინა ღამეს ბავშვები ქუჩებში სიმღერით დადიან, ყველა კარზე აკაკუნებენ და ტკბილეულობის ნაცვლად საშობაო სიმღერებს ასრულებენ. უფროსები ხის ჯვრის გარშემო რეჰანს ახვევენ, რისი მეშვეობითაც სახლს წყალს აპკურებენ, რათა ონავარი სულებისგან სახლი საშობაოდ გაწმინდონ.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
კომენტარები