ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მამისეიშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ორგანიზებით მას, როგორც მოსამართლეს, თავს დაესხნენ. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მამუკა ახვლედიანმა ქობულეთის სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ართმელიძის ოჯახის წევრები მიიყვანა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს, შეხვედრის დროს, მოსამართლეს. მამისეიშვილის თქმით, ამ დროს ართმელიძის საქმეს განიხილავდა. ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მას ახვლედიანი დაუკავშირდა და ქობულეთის სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ართმელიძის საქმეზე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიები გამოყენება სთხოვა, მოტივი კი, ნათესაური კავშირი იყო.

"მამუკა ახვლედიანი ისედაც არ წარმოადგენდა ჩემთვის ავტორიტეტს და მით უმეტეს ისეთ საქმეში, სადაც სამი ბავშვი იყო გარდაცვლილი. შეუძლებელი იყო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, გარდა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობისა. მით უფრო, რომ დაზარალებულებს, იმ პერიოდში, ბრალდებულის მიმართ პრეტენზიები გააჩნდათ და მკაცრი პოზიცია ჰქონდათ," - ამბობს მამისეიშვილი.

ახვლედიანმა და ართმელაძის ოჯახის წევრებმა რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ ართმელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ახვლედიანის გამო, “გასაჩერებლად” შეუფარდეს.

ათმელიძე რამდენიმე დღის წინ ჩამომხვრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი იმ სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი იყო, რომელშიც 2015 წლის მაისში გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი გარდაიცვალა.