მას შემდეგ, რაც არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოიპოვა, ლიონელ მესის ერთ-ერთმა ფანმა გადაწყვიტა, ფეხბურთელისადმი სიყვარული ვარცხნილობითაც გამოეხატა. ფანს კეფაზე მესის სახე აქვს საოცარი ოსტატობით გამოსახული.

ფოტო სტილისტმა თავის ინსტაგრამ-გვერდზე გააზიარა და აღნიშნა, რომ უხარია მესის ეპოქაში ცხოვრება: "ჩემი თავი იღბლიანად მიმაჩნია, რომ მესის ეპოქას ვეკუთვნი. ფეხბურთის ისტორია ახლიდან იწერება."

ფოტო: Getty

როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ სტილისტები, არამედ ტატუ ხელოვანებიც უამრავ შეკვეთას იღებენ მესის გახარებული ფანებისაგან. ბუენოს-აირესში უკვე უამრავმა ადამიანმა მიაკითხა ტატუ სალონებს, რათა სხეულზე მესის სახე აღებეჭდათ სამუდამოდ. ერთ-ერთი ტატუ ხელოვანის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდეც კი, მანამ ვიდრე არგენტინა მოიგებდა, მესის გულშემატკივრებმა სალონში ადგილები დაჯავშნეს და უზარმაზარი რიგი ედგა.