დღეს, პარლამენტმა კენჭი უყარა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს.

რატომაა არის მნიშვნელოვანი: სახალხო დამცველის არჩევა სამართლიანი და ინკლუზიური წესით ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციათა შორის, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად წარედგინა.

  • ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა.
  • ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა 90 ხმა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ააქვს პარლამენტში.

დეტალები: სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი 19 კანდიდატიდან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა ვერ მოიპოვა.

  • ამას პროგნოზირებდა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, რომელმაც წინასწარვე განაცხადა, რომ ომბუდსმენის არჩევას ამ სესიაზე პარლამენტი ვერ შეძლებდა და კენჭისყრა ფორმალური იქნებოდა.
  • მისი თქმით, ოპოზიცია უმრავლესობის მიერ შეთავაზებული 5 კანდიდატიდან მხარს არცერთს არ უჭერს.
  • ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ომბუდსმენობის არც ერთ კანდიდატს.
  • მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატი "პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა" მმართველი გუნდისთვის.
  • "ჩვენ შევეცდებით საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსენსუსს", — იმედოვნებს მდინარაძე.