ალეკო ელისაშვილი

21 Dec. 2022, 17:21

ამ ხელისუფლებაში მე რასაც ვხედავ, რაც მაცოფებს, არის ბევრი, ვინც გულს იფხანს სააკაშვილის ამ დაუძლურების ყურებით, რაც არის ჩემთვის ყველაზე გულისამრევი, რადგან დამარცხებულ მეტოქეზე შურისძიება არ არის შურისძიება. შურისძიება ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ღირსეული ამბავი, მაგრამ მე მესმის შურისძიება, როცა ტოლზე ან შენზე ძლიერზე შურს იძიებ, მაგრამ დამარცხებულზე, დაუძლურებულზე რომ შურს იძიებ, მაგას სიმდაბლე ჰქვია. [...]

“თუმცა, მე მიმაჩნია, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, სააკაშვილი არ არის ციხეში. რამდენი პატიმარი ვიცით, რომ კლინიკაშია და არა ციხეში და პირიქით, სააკაშვილის დროს რაები ხდებოდა, კარგად გვახსოვს ყველას. [...]

მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ძალაუფლებას გადააჭარბა და ამის გამო ის ციხეში უნდა მჯდარიყო და კიდევ უფრო მეტიც, სააკაშვილმა თავი მოჭრა ისე შემოსვლით საქართველოს, როგორც შემოვიდა. ორჯერ ყოფილი პრეზიდენტი და ორჯერ ყოფილი მთავარსარდალი რომ კამუ პეტროსიანივით შემოიპარები რაღაცა არაჟნის ყუთებით, ძაან ცუდ დღეში ჩააგდო ქვეყანა და თავისი თავიც. [...]

ხედავთ, როგორ დაუძლურებულია ფსიქოლოგიურად. თუ რამე სჭირს ახლა სააკაშვილს, ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, ის ვერ ეუგება პატიმრობას ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ქართული ოცნების ადგილას არანაირ კითხვას არ დავტოვებდი, ვიტყოდი, რავი, ვინ ექიმიც გინდათ, მოიყვანეთ, რომელი კლინიკაც გინდა, შეარჩიეთ, მაგრამ საქართველოში. მოიყვანეთ, ვინც გინდათ, ნებისმიერი დონის, ნებისმიერი იმის და ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. ხოლო ის, რომ არ ჭამს, მიდით და თქვენ დაარწმუნეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. [..]

ამას [საზღვარგარეთ გადაყვანას] მთლად ვერ ვეთანხმები, სიმართლე გითხრათ. [...] აი, აქ სცოდავს ქართული ოცნება, რომ წელათრევით აკეთებს, თუ რამეს აკეთებს და მანდ ჩნდება კითხვები. თუ არაფერი არ გაქვს დასამალი, პირიქით, უნდა ბრდღვნიდეს ახლა, პირიქით, უნდა ამბობდეს. გულახდილად ვილაპარაკოთ: თუ დაშვება მოხდება პრეცედენტის, რომ მძიმე ავადმყოფი მსჯავრდადებულის გადაყვანა მოხდება უცხოეთში, ციხეებში მოხდება მაგარი ბუნტი, პირდაპირ გეუბნები. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, 4 თვე მქონდა პატიმრებთან შეხება. ისეთი ამბავი ატყდება ციხეებში, ისეთი ამბავი ატყდება, საგნების გადაყლაპვა...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ