ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა უკანონოდ 19 დეკემბერს დააკავეს.

  • სუს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალებს აკისრებს.

კონტექსტი: წლებია, საოკუპაციო რეჟიმი როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს ან უკანონოდ აპატიმრებს.

  • ოკუპირებულ ტერიტორიების ციხეში ირღვევა ადამიანის უფლებები, იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
  • სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.