ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 9 ნოემბერს თბილისში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ფორმულას და ოპერატორი რუსეთის მოქალაქის ჩაწერას ცდილობდნენ.

  • რა დროსაც ბრალდებული მანქანაში ჩაჯდა და მის წინ მდგომ ჟურნალისტს ავტომობილი დააჯახა, შედეგად ჟურნალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დეტალები: საქმეზე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • დანაშაული ჯარიმით, ან 120-დან 180 დღემდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობით ისჯება.