ზაფხულის სეზონთან ერთად კინოთეატრებში კომედიური ჟანრის ფილმებიც მომრავლდა. ერთ-ერთი ასეთი Rough Night არის, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს.

ფილმის სიუჟტი კოლეჯის ხუთ მეგობარზე გვიყვება, რომელთა ცხოვრებაშიც გართობას მთავარი ადგილი ეჭირა, თუმცა შემდეგ ყველას საკუთარი საქმე გამოუჩნდა.

ათი წლის შემდეგ ისინი სამსახურებისა და ოჯახების მიტოვებას გადაწყვეტენ და მაიამიში გაემგზავრებიან, სადაც მორიგი გართობის დროს კაცი სტრიპტიზიორი შემოაკვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ასეთ დრამატულ ეპიზოდს შეიცავს, როგორც რეჟისორი ლუსია ალიენო ამბობს, ფილმი იმდენად სასაცილოა, რომ მოწყენის საშუალებას საერთოდ არ მოგვცემს.

Rough Night-ის პრემიერა 16 ივნისს იგეგმება.