რა გავიგეთ იმედის დაკვეთით ჩატარებული გორბის კვლევიდან
TV იმედმა გორბის მიერ ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. შედეგები ტელეკომპანიამ დღეს წარადგინა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევა პარტიათა რეიტინგებს, EU-ის კანდიდატის სტატუსს, ანტიდასავლურ მოძრაობა ხალხის ძალას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არდაწესებასა და სხვა საკითხებს ეხება.
- კითხვათა ნაწილი მმართველი გუნდის ნარატივებს იმეორებს.
- იმედის დაკვეთით გორბის მიერ ჩატარებული წინა კვლევა ISFED-მა ანტიდასავლური ნარატივების შემცველად შეაფასა და პროპაგანდის ინსტრუმენტი უწოდა.
ქართული ოცნება ხშირად საუბრობს ომში ჩართვის რიტორიკაზე, ერთ-ერთი კითხვა კი წინა კვლევის მსგავსად სწორედ ამ საკითხს ეხება და ასეა ფორმულირებული.
- "ემხრობით თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში".
- კვლების თანახმად, მმართველი პარტიის პოლიტიკას გამოკითხულთა 81% ემხრობა.
- ერთ-ერთ კითხვაში კი მოქალაქეებს სთხოვეს ეთქვათ, ეთანხმებოდნენ თუ არა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, არ შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს", რაზეც 65%-მა დადებითი, ხოლო 25%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.
დეტალები: რაც შეეხება პარტიათა რეიტინგებს, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ქართული ოცნება გამოკითხულთა 52%-მა დაასახელა;
- ნაციონალური მოძრაობა — 23%-მა;
- ლელო — 3%-მა;
- გამოკითხულთა იგივე რაოდენობა მისცემდა ხმას ლელოს, სტრატეგია აღმაშენებელს, პატრიოტთა ალიანსსა და ევროპულ საქართველოს.
- რაზეც წამყვანმა დაამატა, რომ "პოლიტიკური პულსი არცერთს არ ესინჯება".
კიდევ რა გავიგეთ: კითხვა სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების ნდობაზეც იყო დასმული. კერძოდ, გორბის თანახმად, ყველაზე მეტი ნდობით ჯარი სარგებლობს, მეორე ადგილასაა პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მთავრობა და პარლამენტი.
- არხზე ცალკე სლაიდზე აჩვენეს და ერთმანეთს შეადარეს ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგები, რასაც წამყვანის ფრაზა, "ISFED ცესკოს რეიტინგის ნახევარზე ნაკლებით სარგებლობს", მოჰყვა.
- მისი თქმით, ეს კი საგულისხმო ტენდენციაა, რადგან "ეს ორგანიზაცია საკუთარ ფუნქციად საარჩევნო ადმინისტრაციის კონტროლს მიიჩნევს".
იმედი ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის რეიტინგითაც დაინტერესდა, ამიტომ გორბმა რესპონდენტებს ჰკითხა "ეთანხმებით თუ არა მოძრაობა ხალხის ძალის ქმედებებსა და შეხედულებებს".
- კვლევის თანახმად, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 46%-მა დააფიქსირა, ხოლო 45%-მა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება.
- კიდევ ერთი კითხვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას ეხებოდა და შემდეგნაირად იყო დასმული:
- "უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ჯერ არა. თქვენი აზრით, სამართლიანია თუ უსამართლო რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა?"
- სლაიდზე ნაჩვენები სურათის თანახმად, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ უსამართლოა, 35% კი სამართლიანად მიიჩნევს.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 17-30 ნოემბერს ჩატარდა ჩატარდა.
- არხის ცნობით, გამოიკითხა 2024 რესპონდენტი, კვლევის ცდომილების ზღვარი კი +/- 2,5%-ია.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
კომენტარები