საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, მომხდარი სახელმწიფოს მხრიდან უსწრაფეს და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნაციონალური მოძრაობის წევრს თავს დღეს, 19 დეკემბერს ბათუმში ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვისას დაესხნენ — კვერცხები ესროლეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციაში. სტრატეგია აღმაშენებელმა თავდასხმას წინასწარ განსაზღვრული პროვოკაცია უწოდა.
  • პროვოკაციად შეაფასეს მომხდარი ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და პარტია დროამ.
  • ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, კირთაძეზე თავდასხმა ივანიშვილის რეჟიმის სახეა.

დეტალები: ორგანიზაციის თქმით, ადამიანების დევნა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა პოლიტიკური შეხედულების ან აზრით გამო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიში დანაშაულია.

  • GDI მიუთითებს, რომ პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიებისთვის სიძულვილის გარემოს შექმნასა და წახალისებაში უდიდესი წვლილი ქართულ ოცნებას მიუძღვის.