გიორგი კირთაძე

19 Dec. 2022, 18:52

საბოლოო ჯამში, კარგად ჩანს, რომ იქ მას ახლდა პირები, რომლებიც ასევე ტელეფონით ცდილობდნენ ამ ყველაფრის გადაღებას. ცალსახად ჩანდა, რომ ეს იყო ორგანიზებული. აბა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ქუჩაში ეს ადამიანი ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დაიარება. რა ვიცი, შეიძლება ეს ასე მოხდეს? და ის, რომ ეს ყველაფერი არის ორგანიზებული, პრინციპში, ამაში დარწმუნებული ვარ. არაფერს ვერჩი იმ ახალგაზრდა ბიჭებს პოლიციიდან, ვინც იქ მოვიდნენ, თუმცა რა უნდა გამოიძიოს ამ ხალხმა, ამ ადამიანების უფროსების მიერ გაცემულ დავალებას ასრულებდა კონკრეტულად ეს კაცი, ადამიანი, რომელიც არასდროს შემხვედრია ალბათ ცხოვრებაში, მე მას არ ვიცნობ. [...]

მე მგონია, რომ ყველაფერი, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ყველამ კარგად ვიცით ვინ დგას ამის უკან. ამის უკან დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის აღმსრულებელია მხოლოდ და ის არანაირად არ უკავშირდება მართლა ამ ქვეყნის უსაფრთხოებას.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ, რომელსაც დღეს ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შოთა არველაძე: არა ამ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს მთავარ მიზანს

არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი…