დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები საბაუნის ახალი რექტორის ინაუგურაციაზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ახალი რექტორის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
ვაჟა ვარდიძემ, რომელიც საბაუნის დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტის მთავარ კურსს განსაზღვრავდა, აუდიტორიას თავისი მოღვაწეობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა და სადავეები ახალ რექტორს — აკაკი ჭელიძეს გადასცა.
ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის პრორექტორმა, დიმიტრი გეგენავამ. აუდიტორიას, აგრეთვე, სიტყვით მიმართა ვატიკანის ელჩმა საქართველოში — ჟოზე აველინო ბეტენკურმა: "მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ვაჟა ვარდიძეს გაწეული ამაგისათვის. იგი მრავალი წლის მანძილზე უნივერსიტეტს გამორჩეული თავდადებითა და პროფესიონალიზმით ემსახურებოდა... საბაუნი სწორედ ის უნივერსიტეტია, რომელმაც 20 წელიწადში ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე განუზომლად დიდი ნაბიჯები გადადგა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ თუ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. აქვე დავძენ, რომ ვატიკანის საელჩო მუდამ მხარდაჭერას აღუთქვამს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, აკადემიური მიზნების მისაღწევად".
როგორც ყოფილმა რექტორმა — ვაჟა ვარდიძემ განმარტა, — "ნებისმიერ ინსტიტუციას განვითარების ხელშეწყობისთვის განახლება სჭირდება, სწორედ ამიტომ, მიაჩნია, რომ ახალი რექტორი საერთო საქმეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და ახალი ძალებით შეუდგება. “ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე წლები სწორედ, საბაუნის დაარსებასა და განვითარებას უკავშირდება. უნივერსიტეტის შექმნის პირველი წელი მეტად რთული და კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო იყო, რადგან სულ რამდენიმე ადამიანი ვმუშაობდით უნივერსიტეტის მისიის შექმნის, ხედვის გაზიარებისა და განვითარებისათვის. ისტორია ერთი ფაკულტეტითა და ერთი საგანმანათლებლო პროგრამით დავიწყეთ, ახლა კი, უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტი ქვეყნის 50 უნივერსიტეტთან, გვყავს 1 000-ზე მეტი სტუდენტი, 100-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ლექტორი და, რაც მთავარია, გამუდმებით ვფიქრობთ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახალი რექტორი ახალი ენთუზიაზმით შეუდგება ჩვენს საერთო საქმეს".
როგორც უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა — აკაკი ჭელიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის, ერთი მხრივ, მიღწეულის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, ინსტიტუციის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით,ახალი სტრატეგიის განხორციელებაა მთავარი: "ჩემთვის, როგორც ახალი რექტორისთვის, უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის განვითარების პროცესს ხელი შევუწყო და გუნდთან ერთად შევქმნა სივრცე, სადაც ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პრინციპების ერთგულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ მოტივირებულ, განათლებულ და თავისუფლების სულისკვეთებით აღზრდილ სტუდენტს შევმატებთ. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მედიცინის პროგრამის დამატებაა, რაც ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშემწყობ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ჩვენთვის მთავარი საზრუნავი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, მალე სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას შევძლებთ."
ღონისძიებას პოლონეთის, უნგრეთის, ვატიკანის ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბაუნის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები