რიანასა და A$AP Rocky-ს 2022 წლის მაისში პირველი შვილი შეეძინათ, თუმცა თვეების განმავლობაში არც ბავშვის ფოტოები გაუზიარებიათ სოციალურ ქსელებში და არც მისი სახელი. ახლახან კი პოპვარსკვლავმა ტიკტოკზე შვილის პირველი ვიდეო გაავრცელა — 45-წამიანი ვიდეო მოხითხითე ბავშვს აჩვენებს, რომელიც ცდილობს დედის მობილურს მისწვდეს.

"დედიკოს მობილური გინდა?" — ეკითხება რიანა.

მომღერლის ფანები ვიდეომ ძალიან გაახარა, რადგან პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ბავშვის სახე დაენახათ.

2020 წელს ბრიტანულ ვოგთან ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ რამდენიმე შვილი უნდა, რომ ჰყავდეს.

"მეყოლება ბავშვები — სამი ან ოთხი. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ბედნიერებაა. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. ბავშვის ჯეროვნად აღზრდა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია," — აღნიშნა რიანამ.