ჯეიმს კამერონის 1997 წლის ფილმის, ტიტანიკის, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სცენა ლეონარდო დიკაპრიოს გმირის, ჯეკის სიკვდილია. სცენაში ქეით უინსლეტის გმირი, როუზი, ოკეანეში მოტივტივე კარს ეჭიდება და გადარჩება, ჯეკი კი კვდება.

აღნიშნულმა სცენამ მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ის დღემდე განხილვის თემად რჩება. ზოგიერთი მაყურებელი ჯეკის სიკვდილს როუზის როლის შემსრულებლის, ქეითის წონას აბრალებდა — მათი თქმით, ქეითი მსუქანი იყო, რის გამოც ჯეკი კარს ვეღარ მოეჭიდა.

ფილმის გამოსვლიდან 25 წლის გასვლის შემდეგ ქეითი პოდკასტში Happy, Sad, Confused მაყურებელთა აზრს გამოეხმაურა:

"ისინი ძალიან უხეშები იყვნენ. მსუქანი არც კი ვიყავი. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ჩემს ხმას სხვანაირად გამოვიყენებდი. მათ და ჟურნალისტებს პასუხს გავცემდი და ვიტყოდი: 'არ გაბედოთ ჩემთან ასე მოპყრობა. მე ახალგაზრდა ქალი ვარ, ჩემი სხეული იცვლება, ჯერ კიდევ ვცდილობ საკუთარ თავში გარკვევას, კომპლექსებით ვარ სავსე, მეშინია, ნუ ართულებთ იმაზე მეტად, ვიდრე უკვე არის.' ეს ბულინგი იყო, თითქმის ძალადობაც", — განაცხადა ქეითმა.

ქეით უინსლეტი უკვე წლებია, საუბრობს იმაზე, თუ როგორ კომენტარებს იღებდა ინდუსტრიაში წონის გამო. მსახიობის თქმით, სულ ეუბნებოდნენ, რომ "მსუქანი გოგოების როლებს" უნდა დასჯერებოდა. ქეითი ახლა თვლის, რომ ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა, თუმცა კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

"ვოცნებობ, მსახიობი ქალების სხეულებზე ამდენს არ საუბრობდნენ. სხეულები სხეულებია. ყველა ლამაზია ისეთი, როგორიც არის", — აღნიშნა მსახიობმა,

ბოლოს ქეითმა ჯეკის გადარჩენის თეორიებსაც დაუსვა წერტილი:

"ერთხელ და სამუდამოდ: ის კარზე დაეტეოდა, თუმცა კარი ვეღარ იტივტივებდა".

თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...