რამდენიმე დღის წინ ალბერტაში, კანადაში, ტორნადო წარმოიქმნა, რომელის ერთ-ერთი ფოტოც თეუნის ვისელსის ცოლმა თავისი მშობლებისთვის გასაგზავნად გადაიღო. ფოტოზე ჩანს კაცი, რომელიც ტორნადოს არაფრად აგდებს და არხეინად განაგრძობს ბალახის კრეჭას.

კანადის პრესასთან საუბრისას, თეუნისმა განაცხადა, რომ ქარბორბალას თვალყურს ადევნებდა და იცოდა, რომ ის მისკენ არ მიიწევდა.

ტორნადო 31 კმ./სთ. სიჩქარით მოძრაობდა და დაახლოებით 27 წუთში გაქრა. თეუნისისა და მისი ცოლის გარდა, ის სხვა ადამიანებმაც აღბეჭდეს თავიანთი კამერებით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა აჩქარებული ვიდეოც გადაიღო: