დღეს, 16 სექტემბერს დილიდან უკრაინის ქალაქები ისევ დაიბომბა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას.

  • რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ შეტევა განახლდა და ამჯერადაც არაერთი ობიექტი დაზიანდა.
  • ქალაქების ნაწილი ისევ შუქისა და წყლის გარეშე დარჩა.
  • უკრენერგომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დეტალები: დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, რომელიც ამ ეტაპზე შეწყდა.

  • კიევის 3 რეგიონში აფეთქებები იყო — დედაქალაქში არ მოძრაობს მეტრო და ისევ თავშესაფრად იყენებენ.
  • ოფიციალური წყაროების ცნობით, კიევისკენ 40 რაკეტა გაუშვეს, მათგან 37 ჩამოაგდებულია.
  • აფეთქებები იყო ხარკოვსა და პოლტავაშიც — შედეგად ქალაქებში გაითიშა ელექტროენერგია.
  • სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში 15 რაკეტა ჩამოვარდა.
  • ფაქტი ICTV ავრცელებს მოლდოვაში თვითმფრინავიდან გადაღებულ ვიდეოს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, უკრაინაში აფეთქებები ჩანს.

გარდა ამისა: კრივი რიჰში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.

  • დაბომბვას ამ ქალაქში 2 ადამიანი ემსხვერპლა, მინიმუმ 5 კი დაშავდა.
  • ახალგათავისუფლებულ კუპიანსკში რაკეტა საავადმყოფოს მოხვდა — დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ფოტო: MNSDNE

დაბომბილი სახლი კრივი რიჰში

დაბომბილი სახლი კრივი რიჰში

ფოტო: MNSDNE

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ყურადღების გაფანტვის მიზნით რუსეთმა 60-ზე მეტი რაკეტა ისროლა.

  • როგორც საჰაერო ძალების სპიკერი ამბობს, ოკუპანტებმა ტუ-95-ის თვიმთფრინავებიდან გაუშვეს Х-555 და Х-101 რაკეტები, ასევე, შავი ზღვიდან ისროლეს კალიბრები.
  • მისივე თქმით, გამოყენებული იყო С-300 და ბომბდამშენი ტუ 22 М3.
  • სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, 11 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.