საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება:

"საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას იმ ფორმითა და ძალების რაოდენობით განაგრძობს, როგორც ის ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში ამ ეტაპზეა წარმოდგენილი. მიმდინარე პერიოდში დღის წესრიგში რაიმე სახის ცვლილება ამ კუთხით არ დგას".

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, რაც ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით კონტრიბუციას ითვალისწინებს.