10 არაჩვეულებრივი სერიალი LGBT სიყვარულის ისტორიით
21-ე საუკუნეში უკვე გვაქვს ისეთი ფილმებისა და სერიალების ნახვის სიამოვნება, რომლებიც რეალური ცხოვრების მსგავსად, ლგბტ სიყვარულის ისტორიებსაც მოიცავენ და თან ისევე საფუძვლიანად, ღრმად და საინტერესოდ აშუქებენ მათ, როგორც ადრე — მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილების ურთიერთობებს. ამ სერიალების საინტერესო და მრავალშრიანი გმირები ლგბტ პერსონაჟებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ და გულწრფელად, ყოველგვარი შიშისა და სინანულის გარეშე, გვიჩვენებენ, როგორ უყვართ, სტკივათ, იბრძვიან და ისევ უყვართ ერთმანეთი.
მაშ ასე, ნახეთ 10 არაჩვეულებრივი სერიალი ასეთივე არაჩვეულებრივი ლგბტ ხაზით:
1. დენი და მარტინი — ბარაკუდა (Barracuda)
ბარაკუდა ავსტრალიელი ბიჭების მეტოქეობის, მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიაა კერძო სკოლის მოსწავლეობიდან ოლიმპიურ მედალოსნობამდე. დენი და მარტინი, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, გუნდის საუკეთესო მოცურავეები არიან და თავდაპირველად ერთმანეთის ამბიცია მოსვენებას უკარგავთ. დროთა განმავლობაში კი ქიშპი და კონკურენცია სიყვარულში იზრდება და მათი ცხოვრება კიდევ უფრო რთული და ლამაზი ხდება.
2. მიკი და იანი — უსირცხვილო (Shameless)
მიკისა და იანის ურთიერთობაშიც ხშირი იყო კონფლიქტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულა, თუმცა გმირებს ერთმანეთთან მაინც დიდი სიყვარული და ვნება აკავშირებდათ. მიუხედავად იმისა, რომ შოუს მიკისა და იანის გარდა უამრავი ცენტრალური გმირი ჰყავდა, მათი წყვილი დღემდე ყველაზე საინტერესოდ და განხილვადად რჩება შოუს ფანებისთვის.
3. ერიკი და ადამი — სექსუალური განათლება (Sex Education)
ერიკისა და ადამის წყვილს ალბათ ბევრი არ მოელოდა იქიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველად ადამი არც თუ სახარბიელოდ ექცეოდა ერიკს და ხშირად მის დაჩაგვრას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, სერიალში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ მისი საქციელის მიღმა სულ სხვა ფიქრები ტრიალებდა. საბედნიეროდ, ადამის დამოკიდებულება ერიკის მიმართ სასიკეთოდ შეიცვალა და გრძნობების გამოხატვა ორივე გმირმა სერიალის განმავლობაში უფრო და უფრო ღიად შეძლო.
4. პატრიკი და კევინი — ძიებაში (Looking)
პატრიკისა და კევინის წყვილს თუკი რამ არ აკლდა, ვნება და სექსუალური მიზიდულობა იყო. მიუხედავად გამოწვევებისა და განსხვავებული ხასიათებისა, წყვილმა მაინც ბოლომდე შეინარჩუნა ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული, თუნდაც საბოლოოდ სხვისთვის დაეკავშირებინათ თავიანთი ცხოვრება.
5. დერენი და ედრიანი — ცხოველთა სამეფო (Animal Kingdom)
დერენისა და ედრიანის წყვილი პირველ რიგში იმითაა საინტერესო, რომ ბავშვობის მეგობრები არიან და მეორეც, დერენი, რომელიც კრიმინალური ოჯახის წევრი და პროფესიონალი ბანდიტია, მუდმივ კონფლიქტშია საკუთარ თავთან — როგორ მოძებნოს ბალანსი თავის რეპუტაციასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის. საბოლოოდ, კი ხვდება, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და შეუძლია იყოს, გეიც და საშიში ავტორიტეტიც.
6. ძია კლიფორდი და "პატარა მკვლელი" — საშოს ხეობა (P-Valley)
ძია კლიფორდისა და "პატარა მკვლელის" წყვილი მაინც ალბათ ყველაზე მოულოდნელი იყო მაყურებლისთვის. ალბათ ადვილი წარმოსადგენი არაა მისისიპის ერთ პატარა ქალაქში მდებარე სტრიპტიზის კლუბის მმართველ ძია კლიფორდისა და რეპერისა და განსტერის, მეტსახელად, "პატარა მკვლელის", რომანი. მათ კი არა მხოლოდ პატარა რომანი, არამედ ნამდვილი სიყვარული აკავშირებდათ.
7. სტეფი და ლენა — ფოსტერები (Fosters)
ფოსტერები ერთ დიდი, უამრავი ბავშვით სავსე ოჯახის ისტორიას გვიყვება, რომლის სათავეშიც არა ერთი, არამედ ორი დედა დგას. ბავშვების უმრავლესობა სტეფმა და ლენამ შვილად აიყვანეს, რათა მათთვის უკეთესი ცხოვრება შეექმნათ, მათგან მხოლოდ ერთ-ერთია სტეფის ბიოლოგიური შვილი პირველი ქორწინებიდან, თუმცა დედები თითოეულს თანაბარი სიყვარულითა და გულისხმიერებით ზრდიან და საკუთარი ურთიერთობით აძლევენ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა და სიყვარული.
8. ევა და ვილანელი — მოკალი ევა (Killing Eve)
მიუხედავად იმისა, რომ ევასა და ვილანელის ურთიერთობასა და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ჯანსაღს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ვერც იმას უარვყოფთ, რომ ორივე მათგანი მეორის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი და ერთმანეთთან საოცარი ვნებაც აკავშირებთ.
9. ჯულსი და რუ — ეიფორია (Euphoria)
ჯულსისა და რუს სიყვარულის ისტორია თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მაყურებელს დიდი სიურპრიზი ელოდა — მათი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა რომანტიკულ გრძნობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიყვარულის ისტორია თითოეულის პერსონალური ტრავმისა და ცხოვრების წესის გამო, ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, ორივეს გულწრფელად ადარდებდა ერთმანეთი.
10. მიჩი და კემი — თანამედროვე ოჯახი (Modern Family)
ალბათ რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მიჩისა და კემის წყვილი არ უყვარს. ერთმანეთისგან ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის ჰარმონიული ურთიერთობა და გულწრფელი სიყვარული ნამდვილად სასიამოვნო და შთამაგონებელი სანახაობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ კემის იუმორსა და გამახალისებელ დრამატულობაზე.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები