დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
დეტალები: ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2-ის დამფუძნებელი, დავით დვალი ავრცელებს.
- "სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. **** აღდგენილი სამართლიანობა!" — წერს დვალი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს 2019 წლის ოქტომბერში მიმართეს.
- ისინი აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც იძულებით დაათმობინეს მათივე დაფუძნებული კომპანიის 30-30%-იანი წილები, საკონტროლო პაკეტი პაატა კარსანიძემ შეიძინა, შემდეგ კი მისგან ქიბარ ხალვაშმა.
- 2020 წლის 17 იანვარს სასამართლომ განუხილველად დატოვა აქიმიძისა და დვალის სარჩელი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებასა და წილის მესაკუთრედ ცნობას ეხებოდა.
- 2020 წლის 30 იანვარს კი აქიმიძე-დვალის სარჩელი სასამართლომ კვლავ წარმოებაში მიიღო და რუსთავი 2-ის ქონების 60%-ს ყადაღა დაედო.
- 2021 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რითიც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დარჩა და რუსთავის 2-ის 60%-ს ყადაღა მოეხსნა.
რუსთავი 2-ის საქმე: 2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი პაატა კარსანიძისგან.
- არსებული ინფორმაციით, კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა იძულებით გადაუფორმეს.
- ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა, 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ კი, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-ც ჩამოართვეს.
- საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
- ხალვაშმა დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე სამივე ინსტანციაში 20 თვეში მოიგო — უზენაესის საბოლოო გადაწყვეტილებით, არხი მას მიაკუთვნეს.
არქივიდან: 2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემდა, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა.
- 2019 წელს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა და რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა.
- იმავე წელს ხალვაშმა დვალსა და აქიმიძეს რ2-ის 40% შესთავაზა, თუმცა თუმცა, დვალმა განაცხადა, რომ არ აპირებენ თანამონაწილეობას რ2-ის სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში.
გაიგეთ მეტი: როგორ იცვლებოდნენ რუსთავი 2-ის მფლობელები
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები