ხორცპროდუქტების მწარმოებელი ელპოზო ესპანელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდია. 10-დან 8 ოჯახი კი მისი ერთგული მომხმარებელია. მიზეზი მარტივია — ელპოზოს პროდუქცია არ შეიცავს გლუტენსა და გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს და 68-წლიანი ისტორიის მანძილზე ინარჩუნებს წარმოების მაღალ სტანდარტს.

ცხადია, მის ხარისხს აფასებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც — ელპოზოს ხორცპროდუქტებით 80 ქვეყანა მარაგდება, რომელთა შორის რამდენიმე წელია საქართველოცაა.

როგორ იქმნება ელპოზოს პროდუქტები, რა განაპირობებს მათ სიჯანსაღესა და სანდოობას? — სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ესპანურ ბრენდს უკეთ გაგაცნობთ.

როგორ იწარმოება ხორცპროდუქტები ქიმიური დანამატების გარეშე?

ელპოზოს სრული ასორტიმენტი ინდაურისა და ღორის ახალი, გაუყინავი ხორცისგან იწარმოება. ამიტომ, ფარშირებული ხორცის შეკვრას და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემას, სპეციალური დანამატები არ სჭირდება. როგორც აღვნიშნეთ, ელპოზოს პროდუქცია არც გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებსა და გლუტენს შეიცავს, რასაც მისი GMO Free-სა და Gluten Free-ის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მოწმობს. ბრენდი უარს ამბობს კონსერვანტებზე, ფერისა და გემოს გამაძლიერებლებსა და სხვა ტიპის დანამატებზეც.

ამასთან ერთად, ელპოზო საკუთარ ფერმებსა და მინდვრებს ფლობს, რაც შესაძლებლობას აძლევს სრული კონტროლი ჰქონდეს ცხოველთა მოვლის პროცესზე. მათთვის დანამატებისგან თავისუფალ საკვებს თავად კომპანია აწარმოებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფერმებში ცხოველთა სრულფასოვან მოვლასაც.

ელპოზოს აქვს სპეციალური წარმოების ხაზებიც. ერთ-ერთია დიაბეტური და დიეტური – Bien Star, რომელიც ინდაურის გულმკერდისგან მზადდება, არის სრულიად უცხიმო და უმარილო ან ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი. გამორჩეული ხაზია მისი პრემიუმ ხარისხის არტესანოც, რომელიც ინდაურის უცხიმო და უმარილო გულმკერდს მოიცავს. ელპოზოს ხორცპროდუქტებში ნახავთ ისეთებსაც, რომლებიც სრულად თავისუფალია შაქრისა და ლაქტოზისგან.

ელპოზოს რა პროდუქციაა საქართველოში ხელმისაწვდომი?

ელპოზოს ხორცპროდუქტების ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი ევროპროდუქტია, მისი პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანიც სწორედ მის მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ. აქ ნახავთ ღორისა და ინდაურისგან დამზადებულ ხორცპროდუქტებს, მათ შორის, მისი დიაბეტური და დიეტური ხაზის – Bien Star-ისა და პრემიუმ ხაზის, არტესანოს, ფართო ასორტიმენტს.

ასე რომ, თუკი გსურთ ისიამოვნოთ გემრიელი და, რაც ყველაზე მთავარია, გლუტენისგან და სხვა ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი ხორცპროდუქტებით, შეგიძლიათ ესტუმროთ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელს ან შეიძინოთ ელპოზოს პროდუქცია ონლაინ.