ამის შესახებ დღეს ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა მინისტრის მოადგილემ, ედვარდ ომარ შარიფ ჰიარიეჯმა განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გასულ კვირას ინდონეზიის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ძირითადი ცვლილებები ერთხმად მიიღო.

  • კოდექსი, რომელიც ასევე უნდა დაამტკიცოს ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ, კრძალავს დაუქორწინებელი წყვილების თანაცხოვრებას და ქორწინების გარეშე სექსისთვის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ცვლილებებმა შეშფოთება გამოიწვია და ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის დაზარალების მნიშვნელოვანი საფრთხე შექმნა.

დეტალები: ინდონეზიის მთავრობამ უარყო ინფორმაცია, რომ ქორწინების გარეთ სექსისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ტურისტებზეც ვრცელდება.

  • "მე მინდა ვუთხრა უცხოელ ტურისტებს, გთხოვთ, მობრძანდეთ ინდონეზიაში, თქვენ ამ მუხლით პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ", — განაცხადა ჰიარიეჯმა ჟურნალისტებთან.
  • არსებული შეშფოთების საპასუხოდ, გუბერნატორმა ვაიან კოსტერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტების ოჯახურ მდგომარეობას არ შეამოწმებს.
  • თუმცა, მსოფლიოს უდიდეს მუსლიმური ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს "ინდონეზიური ღირებულებების" დაცვას.

კონტექსტი: ტურიზმი ინდონეზიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 5%-ს შეადგენს.

  • 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიამდე ერთი წლით ადრე, ქვეყანამ 16 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო.