რამდენიმე თვის წინ, დამოუკიდებელმა სტუდია Tryangle Films-მა Kick Starter-ზე ახალი ფილმისთვის ფულის შეგროვების კამპანია დაიწყო. სიუჟეტი ლორდ ვოლდემორის ახალგაზრდობას ეხება, პერიოდს ვიდრე ის ბნელი ლორდი გახდებოდა.

კოსმოპოლიტენის ცნობით, საკმარისი თანხის ვერ შეგროვების შემდეგ, ფანებს უკვე იმედი ეწურებოდა, როდესაც იუთუბზე ფილმის ტრეილერი გამოჩნდა და გაირკვა, რომ მას Warner Bros. იღებდა.

ფილმის რეჟისორი ჯანმარია პეზატა ამბობს, რომ Warner Bros. მათ ფანდრაიზინგის კამპანიის დროს დაუკავშირდა და ფილმის არაკომერციულ პროექტად გადაღება შესთავაზა. Lord Voldemort: Origins of the Heir გადაღების შემდეგ მხოლოდ Youtube-ზე დაიდება და მისი შემქმნელები შემოსავალს ვერ მიიღებენ.