ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში კომისარი, დარია გერასიმჩუკი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იძულებითი შვილად აყვანის პროგრამები და ბავშვების დეპორტაცია წარმოადგენს რუსეთის მასიური დეპოპულაციის კამპანიის ხერხემალს.

  • მსგავსი ქმედებები გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის დარღვევა და შეიძლება, კვალიფიცირდეს, როგორც ეთნიკური წმენდის მცდელობა.
  • ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ მისცენ რუს ექიმებს უკრაინელი ბავშვების გასინჯვის უფლება, რათა არ მოხდეს მათი დეპორტაცია სხვადასხვა გამოგონილი მიზეზის გამო.

დეტალები: გერასიმჩუკის თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და მონაცემები საბოლოო არ არის.

  • "ჩვენ კიდევ მოგვიწევს, გავიგოთ, როგორც მინიმუმ, ათასობით უკრაინელ ბავშვზე, რომლების რუსეთის ხელისუფლებამ მოიპარა", — განაცხადა მან.