მეცნიერებმა ეს პირველად შეძლეს! მათ სინათლე დროში ერთდროულად წინ და უკან გადააადგილეს!

ახალი მეთოდი, რომელიც მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა, მნიშვნელოვანია კვანტური გამოთვლითი ახალი ტექნიკის შესამუშავებლად. ეს მეცნიერებს კვანტური გრავიტაციის უკეთ გაგებაში დაეხმარება, ნათქვამია LiveScience-ის მოხსენებაში.

ფიზიკოსებმა ამას ორი პრინციპის კომბინაციის წყალობით მიაღწიეს. ეს პრინციპები კვანტური მექანიკის უცნაური სამყაროს შემადგენელი ნაწილებია.

რა არის "დროის კვანტური გადახვევა"?

მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტები ერთმანეთის პარალელურად და მიაღწიეს იმას, რასაც ისინი აღწერენ, როგორც "დროის კვანტურ გადახვევას", რა დროსაც ფოტონი დროში წინ და უკან ერთდროულადაა.

ეს მიღწეული იქნა კვანტური სუპერპოზიციისა და დროის უკუქცევის (CPT) სიმეტრიის კონვერგენციის საშუალებით. ეს ორივე კვანტური მექანიკის პრინციპებია — რაც ნიშნავს, რომ ისინი აღწერენ ატომებისა და სუბატომური ნაწილაკების ფიზიკურ თვისებებს.

კვანტური სუპერპოზიცია, არის ფენომენი, რა დროსაც ნაწილაკები არსებობენ რამდენიმე განსხვავებულ მდგომარეობაში, სანამ მათზე დაკვირვება არ მოხდება. თავის მხრივ, CPT არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სისტემა, რომელიც შეიცავს ნაწილაკებს, ემორჩილება იმავე ფიზიკურ კანონებს.

სუპერპოზიციას ხსნის შროდინგერის კატის სააზროვნო ექსპერიმენტი, რომელშიც ჰიპოთეტური კატა განიხილება ერთდროულად ცოცხლად და მკვდრად. ეს იმის გამო, რომ მისი სიცოცხლე შემთხვევითი სუბატომური მოვლენის ხელშია, რომელიც მომხდარია, ან ჯერ არ მომხდარა, სანამ მასზე დაკვირვება არ განხორციელდება.

ახალი ექსპერიმენტები ხელს შეუწყობს კვანტური გრავიტაციის ერთიანი თეორიის შემუშავებას

ექსპერიმენტისას მეცნიერებმა განათავსეს სინათლის ნაწილაკი, ფოტონი, სუპერპოზიციაში, რათა მას დროში წინ და უკან გადაადგილება შესძლებოდა.

ამისათვის, გუნდებმა კრისტალში ფოტონი ორი მიმართულებით დაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ სუპერპოზიციაში მყოფი ფოტონი ნორმალურად მოძრაობდა კრისტალში, ასევე შემუშავდა სხვა გზა, რათა ფოტონის პოლარიზაციაზე ემოქმედა. სწორედ ასე ფოტონმა დროში წინ და უკან მოძრაობა დაიწყო.

ამის შემდეგ მეცნიერებმა გააერთიანეს სუპერპოზიციაში მყოფი ფოტონები სხვა კრისტალში გადააადგილებით. საბოლოოდ, მოხდა ფოტონის პოლარიზაციის გაზომვა და აღმოაჩინეს კვანტური ჩარევის ნიმუში. ეს კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ თუ სინათლე დროში ორივე მიმართულებით ერეთდროულად იმოძრავებდა.

მკვლევრების თქმით, მსგავსი მიღწევები კვანტური გრავიტაციის ერთიანი თეორიის ჩამოსაყალიბებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.