პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გუშინ გადაწყვიტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებდა.

ტრამპის გადაწყვეტილება ამერიკელმა გუბერნატორებმა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ პარიზის შეთანხმების წესებს, ადგილობრივ დონეზე, მაინც დაიცავენ.

ნიუ-იორკი ტრამპის გადაწყვეტილებას არ გაიზიარებს

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ, განაცხადა, რომ გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას და ნიუ-იორკს პარიზის შეთანხმების ერთგულს დატოვებს.

ჰილარი კლინტონმა ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული შეცდომა უწოდა:

"ამ პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო ერთად მიიწევს წინ, ამერიკელი ხალხი კი მათ უკან რჩება".

ტრამპს კრიტიკა ხელოვანებისგანაც არ მოჰკლებია.

ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც უკვე წლებია კლიმატის ცვლილებების საფრთხეზე საუბრობს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვის, ამბობს, რომ დედამიწის მომავალი ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ დადგა.

ოსკაროსანი მსახიობის თქმით, უამრავ ამერიკელს ტრამპმა ამ ნაბიჯით იმედი გაუცრუა:

"დღეს ჩვენი პლანეტის სიცოცხლე პრეზიდენტი ტრამპის დაუდევარმა გადაწყვეტილებამ საფრთხის ქვეშ დააყენა. ახლა არის დრო, რომ ყველა ხალხი ფეხზე წამოდგეს და პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად მიიღოს".

Radiohead-ის სოლისტი ტომ იორკი დონალდ ტრამპზე:

როულინგი: ვერთობი გერმანული პრესით. ასე გამოიყურება დედამიწა ტრამპისთვის

ჯონ ლეჯენდი: ტრამპი ქვეყნის სირცხვილია, ის უნდა შევაჩეროთ

შვარცენეგერი: ერთი კაცი პროგრესს ვერ დაანგრევს

"ერთი კაცი პროგრესს ვერ გაანადგურებს და ვერ შეაჩერებს სუფთა, განახლებადი ენერგიის რევოლუციას. ერთი კაცი უკან დროში ვერ წავა, ამის გაკეთება მხოლოდ მე შემიძლია".