პირველ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბდურახმანოვი მოკლეს, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აბდურახმანოვმა საფრთხის გამო ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა, ბოლო პერიოდში ის შვედეთში ცხოვრობდა.

  • ბლოგერს თავს 2020 წელსაც დაესხნენ — მაშინ შვედეთის პოლიციამ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავა.

დეტალები: კავკაზ რეალის ინფორმაციით ჩეჩენი ბლოგერი შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება.

  • ამის შესახებ გამოცემას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, აბდულ ორთახანოვმა განუცხადა.
  • გარდა ამისა, ორთახანოვმა უარყო ჩეჩნეთის ტელე და რადიო კომპანია გროზნოს დირექტორის სიტყვები, თითქოს ბლოგერის სიკვდილში დევნილობაში მყოფი პრემიერმინისტრი, ახმედ ზაკაევი მონაწილეობდა.