ექსპორტი 2022 წელს სხვადასხვა მიმართულებით გაიზარდა და ათ თვეში 4,546 მილიარდს მიაღწია, საიდანაც საქსტატის მიხედვით, $5,375 მილიონი ბიუსტჰალტერებზე მოდის, ეს კი თავის მხრივ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ($3,737 მილიონი) 44%-ით აღემატება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ექსპორტის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ეკონომიკურ აქტივობას ზრდის.

  • იზრდება დასაქმების მაჩვენებელიც;
  • მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო.

ბიუსტჰალტერების ექსპორტის 95,8% — $5,150 მილიონი თურქეთში განხორციელდა.

  • სომხეთში — 3,8%;
  • აზერბაიჯანში — 0,3%;
  • დანარჩენ ქვეყნებში — 0,1%.

საქართველოს როგორც თურქეთთან, ასევე დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, სომხეთთან და აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აკავშირებს.

  • თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალით პროდუქციის იმპორტი საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება.