დღეს, თბილისის დროით 05:00 სთ-ზე, ოკლენდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პირველი ფინალი გაიმართა.

მასპინძელმა "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" მოქმედი ჩემპიონი "კლივლენდ კავალიერსი" 113:91 დაამარცხა და ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

"გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 14 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 ჩაჭრა და 6 მოხსნა მიითვალა. ზაზა პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ის ფინალში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის მეორე მატჩი ოკლენდში 4 ივნისს (თბილისის დროით, 5 ივნისის გამთენიისას, 4 საათზე) გაიმართება.