ირაკლი კობახიძე

8 Dec. 2022, 20:13

რაც შეეხება გენერეატორებს. საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ "დვიჟოკებს". მართლა ასე. ხალხს გონია, ხალხს რომ ვკითხე, მე მეუბნებიან, რომ რა გახდა "დვიჟოკების" გაგზავნა უკრაინაში. ხალხს გონია, რომ უკრაინა ითხოვს "დვიჟოკებს". ამ დროს საუბარია, მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, მადრიდის რეალმა, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ ოცი გენერატორი გადასცა უკრაინას. და ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონათ, რომ ოცი "დვიჟოკი" გადასცეს. სინამდვილეში, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას და ჰუმანიტარული კუთხით იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ საუბარი არის რაზე, რომ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გააგზავნოს "დვიჟოკები", რაც არის ტყუილი. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება.

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის სადმე, სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ პრობლემა არ გვქონია და პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს "დვიჟოკების" გაგზავნას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ