გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინის კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დასავლეთის ზეწოლის წყალობით შემცირდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი პერიოდულად აჟღერებს ბირთვული რიტორიკის შემცველ მუქარებს.

  • ოთხშაბათს, კრემლის ლიდერმა რიტორიკა შეარბილა და განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ თავდასხმის საპასუხოდ გეგმავს.
  • "რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა საერთაშორისო თანამეგობრობის წითელი ხაზის მონიშვნის საპასუხოდ", — ასე შეაფასა მოვლენების განვითარება შოლცმა.

დეტალები: ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სატელევიზიო გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი "არავითარ შემთხვევაში" პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და არც არავის დაემუქრება თავისი ბირთვული არსენალით.

  • აგრეთვე, პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის რისკი კვლავაც მზარდია და ამის დამალვა არასწორი საქციელია.
  • "ჩვენ არ გავგიჟებულვართ, ჩვენ ვიცით რა არის ბირთვული იარაღი", — თქვა მან და დასძინა, რომ არ აპირებს აქეთ-იქით იქნიოს ბირთვული იარაღი, როგორც სამართებელი.

  • შოლცის მტკიცებით, ჩინეთში მისმა ბოლო ვიზიტმა ხელი შეუწყო ბირთვული ესკალაციის საფრთხის "შეჩერებას", სადაც ჩინეთის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ "ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული".

  • აშშ-მა კვლავ გააკრიტიკა პუტინის გამოსვლა, როგორც "იარაღის ფუჭი ჟღარუნი".