რატი იონათამიშვილი

8 Dec. 2022, 14:04

ჩვენ ვნახეთ ბინძური სპეკულაციები და აჟიოტაჟი ჯერ საქართველოს პრემიერმინისტრის, ხოლო შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, აი, ამ ბატონების, მამულაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩნდა, რომ ყოფილა სიმართლე და სიმართლეზე ჰქონდათ თურმე ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი. მაგრამ აქ ყველაზე მძიმე და მიუღებელი არის ის, რომ ერთი, ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში უკრაინაში და მეორე, ატყუებენ როდესაც ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.

მმართველ გუნდთან დაკავშირებულ მედიაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში ფულის სანაცვლოდ მიჰყავთ, რაც ქართული ოცნების წევრებმაც გაიზიარა და, სავარაუდოდ, ამაზე საუბრობს რატი იონათამიშვილი პარლამენტში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალური მედიის პლატფორმაზე კონტენტის შემქმნელები დააკავეს, პირველად გასულ კვირას გაჩნდა.…