მოჰსენ შეკარი დღეს, 8 დეკემბერს ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც ირანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ღმერთის წინააღმდეგ მტრობაში".

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

  • ორგანიზაციების მონაცემებით, პროტესტის დრო მოკლეს, სულ მცირე, 475 ადამიანი, 18 240-ზე მეტი კი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 61 სამართალდამცავი.

  • ირანის სასამართლო სისტემა აცხადებს, რომ პროტესტთან დაკავშირებულ 11 პირს სიკვდილი აქვს მისჯილი.

დეტალები: დემოსტრანტს ბრალი დასდეს იმაში, რომ ის "მეამბოხე" იყო, რომელმაც 25 სექტემბერს თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და სამხედრო დაჯგუფება ბასიჯის წევრი დანით დაჭრა.

  • აქტივისტმა თქვა, რომ ის გაასამართლეს "საჩვენებელი სასამართლო პროცესის გარეშე".

არქივიდან: ნოემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის დისშვილი რეჟიმის კრიტიკის გამო დააკავეს.

  • თავად ირანის უზენაესი ლიდერის და ხამენეის მმართველობას გმობს და პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს.