ჯუნ და ჰუბერტ მალიკოტებმა, რომლებმაც 79 წლის წინ იქორწინეს, სიცოცხლის ბოლო წუთებიც ერთად გაატარეს. ჯუნი და ჰუბერტი 100 წლის იყვნენ და ზუსტად ერთ დღეს გარდაიცვალნენ. ჯუნი პირველ დეკემბერს გარდაიცვალა, 20 საათის შემდეგ კი ოჯახმა მისი ქმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

"ძალიან სევდიანი ვარ, თუმცა არ უნდა ვიყო. ვინმე მოელის, რომ ასეთი ცხოვრება ექნება? ისინი ერთად წავიდნენ", — განაცხადა გარდაცვლილი წყვილის შვილმა.

ფოტო: Twitter

ჯუნი და ჰუბერტი 1922 წლის ივნისში დაიბადნენ, ერთმანეთი კი 1943 წელს გაიცნეს და მალევე იქორწინეს. წყვილმა გაზაფხულზე ქორწინების 79 წლისთავი აღნიშნა და ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში სერიოზულად არასდროს უკამათიათ და სწორედ ეს არის მათი ბედნიერების საიდუმლო.

გარდაცვლილ წყვილს დიდი ოჯახი ჰყავს: 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი.