კამპანიის, გაუზიარე სინათლის ორგანიზატორების ინფორმაციით, 8 დღის განმავლობაში 1176-მა საქართველოს მოქალაქემ გადარიცხა ფული, 9 ადამიანმა გენერატორი პირადად მიაწოდა, რაც მთლიანობაში 200 გენერატორია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინაში თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

  • სწორედ ამის გამო, უკრაინა ზამთრისთვის აქტიურად ითხოვს გენერატორებს.
  • პარტნიორები, ევროკავშირის არაერთი ქვეყანა უკრაინას გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

დეტალები: კამპანია 12 დეკემბრამდე გრძელდება, შეგროვებული გენერატორები კი კიევში 24 დეკემბრამდე ჩავა.

  • მსურველებს შეუძლიათ თანხა შესაბამის ანგარიშზე გადარიცხონ.
  • ორგანიზატორების თქმით, ყველა გენერატორს ექნება სტიკერი იმ ადამიანების სახელით და გვარით, ვინც მის ყიდვას შეუწყო ხელი.

ანგარიშის ნომრები: GE07TB7163836070100002 — თიბისი; GE80BG0000000539687194 — საქართველოს ბანკი.

  • თანხის მიმღებია არასამთავრობო ორგანიზაცია პოპულუს რეი, ჩარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ შემოწირულება.

ფოტო: გაუზიარე სინათლე / FB

უკრაინის საელჩოს განცხადებით, საქართველოს მთავრობას 1 თვის წინ სთხოვეს გენერატორები, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

  • უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში.