ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სანქციები ერთ-ერთი ეფექტური იარაღია, რომელსაც დასავლური ინსტიტუტები და სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ უკრაინაში შეჭრის გამო.

  • სანქციები სხვადასხვა ტიპისაა და ითვალისწინებს რუსული ეკონომიკის შეზღუდვებს, კრემლის წარმომადგენლების, ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული პირების ქონების ჩამორთმევას და აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და სხვა.

დეტალები: ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ისინი დგანან უკრაინის გვერდით და აიძულებენ რუსეთს, პასუხი აგოს ქმედებებისთვის.

  • მისივე თქმით, უკვე დაწესებული 8 პაკეტი მძიმეა, მაგრამ მე-9 პაკეტით ზეწოლას აძლიერებენ.
  • ახალი პაკეტით სურთ, გაიზარდოს სანქცირებულთა სია — დაემატოს 200 ფიზიკური პირი და 3 რუსული ბანკი.
  • ასევე, ევროკომისიას სურს, დააწესოს ახალი საექსპორტო კონტროლი და შეზღუდვები, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონელზე.