ამის შესახებ ინფორმაცია იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მაშინდელი მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციური სისტემა გააკრიტიკა.

  • წულუკიანმა თქვა, რომ ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში თავად არ დადის და ანგარიშს ამზადებს ისეთ თანამშრომლებზე დაყრდნობით, რომლებიც "ვითომ მონიტორინგს" ატარებენ.
  • მანვე წარმოადგინა ვიდეო, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრა იყო ასახული და ლომჯარიას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთ თანამშრომელს ნუ გაგზავნიან, რომელსაც, "დახეული ჯინსი აცვია".
  • როგორც წულუკიანი ამბობდა, ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგის დროს პატიმარს ყავას ადუღებინებს, მის შოკოლადს "მიირთმევს", ეწევა პატიმრის სიგარეტს და სარგებლობს საკანში არსებული სველი წერტილით.

დეტალები: ლევან ალაფიშვილის თქმით, პენიტენციურ სამსახურს ვიდეოჩანაწერის უკანონო გასაჯაროების საქმე დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

  • "ეს პირველი პრეცედენტია. 2 ინსტანციის სასამართლომ დარღვევა დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს. მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე", — წერს ადვოკატი.