ყველა მკითხველი ინდივიდუალურია — აქვს განსხვავებული ინტერესები, გემოვნება და სხვა. თუმცა, ეგრეთ წოდებულ წიგნის ჭიებს, ანუ ადამიანებს, რომელთა სამყაროც წიგნების გარშემო ტრიალებს, საერთო მახასიათებლებიც გამოარჩევთ. უცხო თვალს ეს ყველაფერი შეიძლება მეტისმეტად ახირებულად მოეჩვენოს, თუმცა, ჩვენთვის ძალიანაც ბუნებრივია.

1. წიგნების თაროს რეორგანიზაცია კვირაში ორჯერ მაინც

ფოტო: Giphy

აბა, ამჯერად როგორ დავაწყოთ: სიმაღლის, ფერების თუ ავტორების მიხედვით?

2. შვილივით მოვლა-პატრონობა

ფოტო: Giphy

წიგნების თაროს რეორგანიზაციისას, რასაკვირველია, აუცილებელია, კარადა გულდასმით გაიწმინდოს და დამუშავდეს შესაბამისი ხსნარით, წიგნის მდგომარეობა საფუძვლიანად შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს სასწრაფო დახმარებაც.

3. სხვების სახლებში წიგნების თვალიერება

ფოტო: Giphy

თუ ტელევიზიით ცნობილი ადამიანების სახლიდან ჩართვისას თქვენც ამაოდ ცდილობთ ხოლმე უკან დაწყობილი წიგნების სათაურების წაკითხვას, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში.

4. დაუძლეველი სურვილი, რომ ახალი წიგნები დაყნოსო

ფოტო: Giphy

მერე რა, რომ ეს-ესაა, წიგნის მაღაზიიდან ხალხით სავსე ქუჩაში გამოხვედი, თამამად გადაშალე და შეიგრძენი ახალი წიგნის სურნელი!

5. წიგნის ტარება ყველგან

ფოტო: Giphy

არ აქვს მნიშვნელობა, სასწავლებელში მიდიხარ, სამსახურში თუ წვეულებაზე. მეტიც, შეიძლება, ერთი გვერდის წაკითხვაც კი ვერ მოახერხო. თუმცა, ერთი წიგნი მაინც უნდა გეგულებოდეს ჩანთაში, მშვიდად რომ იყო.

6. მიზეზების და ტყუილების გამოგონება, რათა კითხვა არ შეწყვიტო

ფოტო: Giphy

კარგი და მსუყე წიგნი თუა, მაგის გულისთვის კვირაში ორჯერაც "გაცივდებოდა" ადამიანი...

7. ყველაფრის მეტისმეტი რომანტიზება და გადრამატულება

ფოტო: Giphy

... ანუ ის შემთხვევა, როცა წიგნს ამთავრებ და შემდეგ მთელი კვირა (ან მეტიც) თავი მთავარი პერსონაჟი გგონია. ისე კი, მე დღემდე ველოდები ჩემს ცხოვრებაში ედვარდ კალენის გამოჩენას...

8. უნებლიეთ წიგნის მთავარ გმირს დამსგავსება

ფოტო: Giphy

კი, სწორად მიხვდით. დღემდე ბელა სუონი ვარ.

9. ბიბლიოთეკაში კარვის დაცემა

ფოტო: Giphy

ბიბლიოთეკაში სიარული ერთგვარად საკრალური რიტუალია. და კვლავაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წაუკითხავი წიგნი გიცდის შინ — განუსაზღვრელი დროით შეიძლება, ჭერამდე აზიდულ თაროებს შორის იბოდიალო და შესაფერისი საკითხავი მაინც ვერ იპოვო...

10. დაბოლოს — არის ამქვეყნად დაგვიანება...

ფოტო: Giphy

როცა წიგნის გამოცემას მთელი ორი წელიწადი ელოდი, გამოსვლის შემდეგ კი მის წაკითხვას მომდევნო ორი წელი არ აყენებ საშველს...

თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...