ICOMOS-ის დასკვნით, გელათის მონასტერზე ჩარევების უმეტესობა საერთაშორისო პრინციპებს არ შეესაბამება
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS-მა) გელათის მონასტრის კონსერვაციულ მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გელათში სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო ხელმძღვანელობს და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა — შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან, უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი.
- ანგარიშის თანახმად, ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ ეფუძნებოდა სათანადო კვლევას და არ შეესაბამებოდა ძეგლის სპეციფიკისთვის საჭირო მეთოდოლოგიას.
- ასევე, განხორციელებულია არა გადაუდებელი ჩარევა, არამედ ჩატარებულია სრული საკონსერვაციო სამუშაო.
- ICOMOS-ის მიხედვით, ამჟამად კედლის მხატვრობის დაზიანება (დასავლეთ მკლავში და მიმდებარედ) კვლავ გრძელდება და მხატვრობის დანაკარგი გაზრდილია.
დეტალები: როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ მკაფიოდ უარყოფითად შეაფასა ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის შერჩეული მეთოდი, განხორციელებული სატესტო ჩარევები და "გადაუდებელი ჩარევის გეგმის შეცვლა" მოითხოვა.
- მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ექსპერტთა მისიის დროს გამოვლინდა, რომ 2022 წლის ივნის-სექტემბერში მთავარი ტაძრის ნაწილში მასშტაბური ჩარევა ადრე შემუშავებული მეთოდოლოგიით მოხდა.
- "დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამომარილება მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც კედლის გამაგრება გასული წლის პერიოდში განხორციელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ გამომწვევი მიზეზი არ არის გამოკვლეული/აღმოფხვრილი და არ კონტროლდება", — ნათქვამია ანგარიშში.
- ასევე, მკვლევრების თანახმად, შესრულებულია ახალი ჩასხმები და ქიმების შეკეთება, რომელთა მეთოდოლოგიაზე დეტალური ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე დაფიქსირებულია რეკონსტრუქციისა და ტონირების ადგილები. ICOMOS-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ჩარევის ეს მეთოდები არ იყო მითითებული ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს 2021 წლის დოკუმენტში, როგორც ჩასატარებელი სამუშაო.
მრჩეველთა საბჭო ხაზს უსვამს შესაფერისი დროებითი გადახურვის მოწყობის საკითხს: "აშენდეს დროებითი გადახურვა, რომელსაც ექნება საკმარისი სათავე/ზედა სივრცე, რომელიც დაიცავს მთელ შენობას".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები