მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სამძიმარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი 3 დეკემბერს დაიღუპა.

  • სამძიმრის გამოცხადება დააგვიანა არამარტო საპატრიარქომ, არამედ ხელისუფლებამაც, რომელიც 3 დღის განმავლობაში დუმდა და მხოლოდ საზოგადოების კრიტიკის შემდეგ მიუსამძიმრა ოჯახებს.

კონტექსტი: საპატრიარქოს განცხადებები ომთან დაკავშირებით არაერთხელ გახდა საკამათო, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ რუსეთი, როგორც კონფლიქტის მონაწილე, მხოლოდ და მხოლოდ 21-ე დღეს ახსენეს.

  • გარდა ამისა, 22 ნოემბერს ილია მეორემ დაბადების დღე მიულოცა და მშვიდობის აღდგენა უსურვა რუსეთის პატრიარქს, რომელიც პუტინთან დაახლოებული პირი, მისი პოლიტიკის გამტარი და ამ ომის მხარდამჭერია.

დეტალები: ილია მეორის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიასმ, რომეო ფიჩხაიამ, მარაბ ალადაშვილმა და ბადრი მარკელმა სიცოცხლე მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს.

  • "აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", — ვკითხულობთ განცხადებაში.