კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომლებიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას.

  • კომპანიას 1,6 მილიონი დოლარით დაჯარიმება ემუქრება;
  • მოსამართლე განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს.

დეტალები: როგორც Reuters წერს, ტრამპის ორგანიზაციისთვის ჯარიმა დიდ თანხას არ წარმოადგენს, თუმცა, შესაძლოა, განაჩენმა კომპანიას ბიზნესსაქმიანობა გაურთულოს.

  • მთავარი ბრალდებული ტრამპის ორგანიზაციის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალან ვაისელბერგი იყო, რომელმაც ბრალი აღიარა და კომპანიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

დონალდ ტრამპმა 2022 წლის ნოემბერში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.