ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის განსაზღვრული €18 მილიარდის მიწოდებას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლისთვის უკრაინას გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

  • ზამთრის დადგომისა და ენერგო ინფრასტრუქტურის დაზიანების პირობებში, უკრაინისთვის ფინანსური დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
  • უნგრეთმა უკრაინისთვის €18 მილიარდი ფინანსური დახმარება დაბლოკა.

დეტალები: დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირი ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს საკითხზე პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად.

"უკრაინა არის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, მას გადაუდებლად სჭირდება ჩვენი დახმარება და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ერთი წევრი ქვეყნის გამო გადადოს და ჩაშალოს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა", — თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.