ანტენის მსგავსი პაწაწინა ორგანელები, რომლებიც ჩვენი ტვინის უძველეს გადმონაშთად ითვლებოდა, როგორც ჩანს, გადამწყვეტ როლს თამაშობენ დროის აღქმაში. ამ დასკვნამდე მეცნიერები კალიფორნიის უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით მივიდნენ.

ცილიას სახელით ცნობილი მიკროტუბულები გვხვდება სიცოცხლის ხის უფრო რთულ ტოტებში, მათ შორის ჩვენს საკუთარ უჯრედებში. საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა ამ ტიპის სტრუქტურები ვესტიგიურად მიიჩნია. დღეს ბევრი პირველადი ღეროები აღიარებულია, როგორც სასიგნალო კვანძის სისტემის ნაწილი, რომელიც უნარჩუნებს სხეულს ადაპტაციასა და სათანადო რეაგირების საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე დადგენილია პირველადი ღეროების სხვადასხვა როლი სენსორული ინფორმაციის მიღებასა და რეაგირებაში, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ შეესაბამება ეს ორგანელები თავის ტვინში მიმდინარე კოგნიტურ ფუნქციებს.

ტვინის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც სტრიატუმი, ერთგვარ ცენტრალური საათის როლს ასრულებს. ის მოტორიკის კოორდინაციას ეწევა. ასევე დაკავშირებულია სწავლასთან, დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან.

კვლევისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს გენის მანიპულაციის ტექნიკა თაგვებში სპეციფიური ზოლიანი ღეროების ამოსაღებად, რასაც მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თაგვებს ჯერ კიდევ შეეძლოთ გრძელვადიანი მეხსიერებისა და ჩვეული ან უკვე ნასწავლი მოტორიკის უნარების შენარჩუნება, სხვადასხვა ნეგატიური ეფექტი დაფიქსირდა ღეროების მოცილების შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ მღრღნელებმა ვერ დაისწავლეს მოტორიკისთვის საჭირო ახალი ამოცანები და აჩვენეს განმეორებადი მოტორული ქცევა. ასევე შესამჩნევი იყო დაგვიანებული მოქმედებები გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახა სივრცეში ორიენტაციასა და გადაადგილებაზე.

ამ დასკვნების გასაკეთებლად თაგვებზე ჩატარდა სხვადასხვა ტესტები და სავარჯიშოები. თაგვები მოათავსეს ლაბირინთებში, რითაც შემოწმდა ობიექტებისა და ლოკაციების ამოცნობის უნარები.

"სამუშაო მეხსიერების, ყურადღების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის წარმატებული შესრულება მოითხოვს ზუსტ განსჯას, რომელიც, როგორც წესი, მილიწამიდან წუთი შეიძლება გაგრძელდეს", — ამბობს UCI-ის ნეირომეცნიერი ამალ ალაჩკარი.

კვლევამ აჩვენა, რომ ღეროების მოცილების ყველა ზემოქმედებას აქვს საერთო მახასიათებელი: ქცევის სწრაფად შეცვლის და მოქმედებების უნარის დაკარგვა გარემოში ცვლილებების საპასუხოდ. სხვა სიტყვებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის დროის აღქმას ცვლის.

როგორ უკავშირდება ამ კვლევის შედეგები უშუალოდ ადამიანებს, ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი. თუმცა, სავარაუდოა, რომ ადამიანის ტვინის ღეროებიც ისე მუშაობს როგორც თაგვების. მეცნეირები უკვე მუშაობენ შემდგომ კვლევებზე, რათა უფრო მჭიდროდ გააანალიზონ ურთიერთობა ღეროებსა და დროის აღქმას შორის.

ეს აღმოჩენა არა მხოლოდ აუმჯობესებს ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, არამედ დაგვეხმარება გავიგოთ ის, თუ როგორ აღვიქვამთ დროს.

დროის დაქვეითებული აღქმა და დროის არასწორი შეფასება არის მახასიათებელი, რომელიც გვხვდება მრავალი ფსიქიკური და ნევროლოგიური აშლილობისას, მათ შორის შიზოფრენიის, პარკინსონისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობისას.

კვლევა გამოქვეყნდა Molecular Neurobiology-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.