ალბათ უკვე იცით, რომ 2018 წელს ეკრანზე პოპულარული ამერიკული მიუზიკლის მამა მიას მეორე ნაწილი, Mamma Mia: Here We Go Again! გამოვა.

მამა მია 2008 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც თავის მხრივ 1999 წლის ამავე სახელწოდების მქონე სასცენო მიუზიკლის ადაპტაციაა და ის პოპულარული პოპ-ჯგუფის ABBA-ს სიმღერებზეა დაფუძნებული.

ფილმი წლის ერთ-ერთ მთავარ ჰიტადაც იქცა და გავლენიანი გამოცემები მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად ასახელებენ.

ათი წლის შემდეგ მამა მია ისევ დაბრუნდება და რაც მთავარია ზუსტად იგივე შემადგენლობით. მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურებიან დღეს მსახიობები, რომლებიც სულ მალე ისევ აგვაცეკვებენ ABBA-ს ჰიტებზე.

მერილ სტრიპი - დონა

ამანდა სეიფრიდი - სოფია

პირს ბროსნანი - სემი

ჯულია უოლტერი - როსი

დომინიკ კუპერი - სკაი

სტელან სკარსგარდი - ბილი

კრისტინ ბარანსკი - ტანია

კოლინ ფერთი - ჰარი

შეიძლება მსახიობების უმეტესობას ასაკი დაეტყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგ წელს, ფილმის გამოსვლიდან ზუსტად ათი წლის შემდეგაც, ზუსტად ისეთი ენერგიულები და მხიარულები იქნებიან, როგორებიც მამა მიას პირველ ნაწილში იყვნენ.