ურცხვი სიზარმაცე და თავნებობა — ოქსფორდის წლის სიტყვად "გობლინის რეჟიმი" აირჩიეს
თუკი საზოგადოებრივი წნეხით, ნორმებით და მოლოდინებით რაღაცების კეთება მოგბეზრდა და გადაწყვიტე, რომ "ურცხვად თავნება, ზარმაცი, ფეთხუმი და ეგოცენტრული" გახდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გობლინის რეჟიმზე ხარ.
ეს უცნაური ტერმინი ოქსფორდის 2022 წლის სიტყვად აირჩიეს. არჩევნებში მსოფლიო მასშტაბით 340 ათასზე მეტი ინგლისურენოვანი ადამიანი მონაწილეობდა, პროექტს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ლექსიკოგრაფები ხელმძღვანელობდნენ.
"გობლინის რეჟიმი" ოქსფორდის წლის პირველი სიტყვაა, რომელიც ხალხმა აირჩია. პროექტში მონაწილე ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვანი სამი სიტყვა, ფრაზა ან ჰეშტეგი დაესახელებინათ. გამარჯვებულ ტერმინს გამოკითხულთა 93%-მა, ანუ 318 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
გამოკითხვის მეორე ადგილზე სიტყვა "მეტავერსი" გავიდა, მესამეზე კი ჰეშტეგი "#IStandWith" ("მე მხარს ვუჭერ").
ოქსფორდის ენათა პრეზიდენტის, კასპერ გრეთუოლის თქმით, გასული წლის შემდეგ "გობლინის რეჟიმი" ყველა ჩვენგანისთვის ახლობელი ცნება გახდა.
"შვებისმომგვრელია, როცა ვაღიარებთ, რომ ყოველთვის იდეალურები ვერ ვიქნებით და ვერც ყოველთვის გამოვძერწავთ საკუთარ თავს ისეთს, როგორადაც ინსტაგრამზე და ტიკტოკზე მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ", — ამატებს იგი, — "ამის დასტურია ისეთი პლატფორმების გასაოცარი პოპულარობა, როგორიცაა BeReal, სადაც მომხმარებლები საკუთარ დაუმუშავებელ ფოტოებს, ხშირად სწორედ გობლინის რეჟიმში გადაღებულ სურათებს, ტვირთავენ".
ტერმინი "გობლინის რეჟიმი" პირველად ტვიტერზე გამოჩნდა 2009 წელს, თუმცა, ინტერნეტსივრცეს ვირუსულად 2022 წლის თებერვლის შემდეგ მოედო.
ჟურნალისტ კარი პოლის აზრით, ეს ცნება "ნაკლოვანების მიღებას" აღნიშნავს. პოლი ამატებს, რომ გობლინის რეჟიმის განსაკუთრებული პოპულარობა "პანდემიის მესამე წელიწადსა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებას" უკავშირდება.
გობლინის რეჟიმის ჰეშტეგზე გადაღებული ტიკტოკ ვიდეოები ერთგვარი საპასუხო რეაქციაა პლატფორმაზე "საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის" ტენდენციისა — როცა ეგრეთ წოდებული ინფლუენსერები გამომწერებს მოუწოდებენ, რეჟიმი შეიცვალონ, ადრე ადგნენ, განსაკუთრებული რუტინით მოუარონ სახის კანს და ივარჯიშონ.
ამერიკელი ლინგვისტი და ლექსიკოგრაფი ბენ ციმერი აღნიშნავს, რომ გობლინის რეჟიმი თანამედროვეობას ეხმაურება და 2022 წელს გამოხატავს.
ოქსფორდის წლის სიტყვებად წინა წლებში აირჩიეს "ვაქცინა" (2021), "კლიმატის კრიტიკული მდგომარეობა" (2019) და "სელფი" (2013).
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები