მამუკა მდინარაძე

6 Dec. 2022, 15:16

კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე. ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირი მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტ ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს. მათ უნდათ და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში, ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. როდესაც ამბობს რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელი, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ა.შ.

უკრაინას, თქვენ ხომ გესმით, რომ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი, რაღაცა განსაკუთრებული იარაღის თუ საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის მიწოდების მათ საქართველოს მხრიდან მათ ობიექტურად არ გააჩნიათ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში. დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა

მოკლედ: რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი…