ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი კანონით აიკრძალა. კოდექსში შეტანილი ცვლილებები ასევე უცხოელ მოქალაქეებსა და ტურისტებსაც შეეხებათ. ახალი კანონი ასევე კრძალავს ქვეყნის რელიგიისგან განდგომას, პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და ისეთი აზრების გამოხატვას, რომელიც ეროვნულ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

ინდონეზია მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელშიც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისლამის კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა ქვეყანაში, მაგალითად, ერთ-ერთ პროვინციაში კანონით აიკრძალა ალკოჰოლი და აზარტული თამაშები.

ანდრეას ჰარსონოს თქმით, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში მუშაობს ინდონეზიაში, ეს კანონები კიდევ უფრო ზღუდავს ისედაც შეზღუდულ რელიგიურ თავისუფლებას ქვეყანაში და "ურწმუნოებისთვის" ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ისინი დაისჯებიან და ციხეში აღმოჩნდებიან.

ახალი კანონების თანახმად, ქორწინების გარეშე სექსი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო "რელიგიის შეურაცხყოფის" გამო შესაძლოა, ადამიანს ხუთ წლამდე პატიმრობა შეეფარდოს

ახალი კანონები მომდენო სამი წლის განმავლობაში ნელ-ნელა შევა ძალაში.